Friday, February 8, 2019

2019 წლის 6 თებერვალი.  არდადაგების შემდეგ განახლდა კლუბის მუშაობა, შევიკრიბეთ,  განვიხილეთ  საკონფერენციო თემების საკითხები, წევრებმა წარმოადგინეს უკვე შესრულებული სამუშაოები, მივეცი რეკომენდაციები და გრძელდება მუშაობა








Thursday, December 27, 2018

26   დეკემბერს,  ოთხშაბათს, კვლავ შევიკრიბეთ ისტორიის მოყვარულთა კლუბის  ,,ტოლერანტული საქართველოს"  წევრები, დავაზუსტეთ   არდადაგებზე სამუშაო  დავალებები,  გავინაწილეთ წყაროები, ჯგუფის ლიდერებსა და წევრებზე





Wednesday, December 19, 2018

დღეს,  ოთხშაბათს,  19 დეკემბერს, შევიკრიბეთ   ისტორიის მოყვარულთა კლუბის ,,ტოლერანტული საქართველოს" წევრები,   ვისაუბრეთ არჩეული  თემების  შესახებ,  რომელზეც  სიამოვნებით მუშაობენ ჯგუფებში. მიმოვიხილეთ  შესაბამისი  ისტორიული წყაროები.  დავგეგმეთ  ძველი თბილისის ტური, გვჭირდება კლუბის მეგობარ მშობელთა დახმარება, რომ განვახორციელოთ ეს  აქტივობა



Monday, December 17, 2018

               ბავშვებო,  კლუბის წევრებო,  ვიკრიბებით,   ო თ ხ შ ა  ა თ ს,   19 დეკემბერს,                    4   ს ა ა თ ზ ე, სკოლის სააქტო დარბაზში, დასწრება სავალდებულოა!

              კვირას,  გვაქვს ძველი თბილისის ტური, დამატებით ინფორმაციას შეხვედრისას          მოგაწვდით.



Friday, November 30, 2018

30 ნოემბერი,  2018 წელი.  ისტორიის მოყვარულთა კლუბის ,,ტოლერანტული საქართველო"   წევრები შევიკრიბეთ, ვიმსჯელეთ,  გავინაწილეთ თემები, რომელზეც ვიმუშავებთ წლის მანძილზე, გავეცნობით და დავამუშავებთ წყაროებს, სასწავლო წლის დასრულებამდე მოვაწყობთ სასკოლო კონფერენციას
                     






Monday, November 19, 2018

საოცარი ემოციური დღე გვქონდა მე და ჩემს მოსწავლეებს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს მივუძღვენით ექსკურსია ,,ტოლერანტული თბილისი" ტურისტული კომპანიის ,,კულტურის პოპულარიზაციის ცენტრის" ტურის ფარგლებში, გიდი დავით ხანთაძე, შეუდარებელი პროფესიონალი უცებ რომ მოინადირა ბავშვების გული. ვნახეთ ზემო ბეთლემის მართლმადიდებლური
ტაძარი, მეჩეთი და სინაგოგა, სომხური და კათოლიკური ტაძრები, ათეშქა–მაზდიანობის ტაძრის ნაშთები, აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი დღით! ამ პატარა სივრცეში მშვიდობიანად თანაარსებობდა ამდენი განსხვავებული კონფესია, ღვარძლის და სიძულვილის გარეშე, ვამაყობ ჩემი თბილისით და ჩემი სამშობლოთი!

Friday, November 16, 2018

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა!                    
 ჩემს მოსწავლეებთან საუბრისას  ავღნიშნე,  რომ ეროვნული და რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი    სამშობლოს   სიმდიდრეა,  რომ    მხოლოდ    მშვიდობიანი თანაცხოვრება, ურთიერთგაგება,  ერთმანეთის კულტურის, ადათ–წესების,   ტრადიციებისა   და    ღირებულებების     ცოდნა, ურთიერთპატივისცემა  ქვეყნის წარმატებული განვითარების  საწინდარია.    გამოიკვეთა აზრი ისტორიის მოყვარულთა კლუბის შექმნისა, რომლის ერთ–ერთი მიზანიც ამ საკითხებით დაინტერესება  და ამ კუთხით შესწავლა იქნება.   გადაწყდა რომ დაგვეწყო ჩვენი დედაქალაქის, ტოლერანტული ქალაქ– თ ბ ი ლ ი ს ი ს  შესწავლით....






2019 წლის 6 თებერვალი.  არდადაგების შემდეგ განახლდა კლუბის მუშაობა, შევიკრიბეთ,  განვიხილეთ  საკონფერენციო თემების საკითხები, წევრებმა წარმო...