Friday, November 30, 2018
Monday, November 19, 2018
საოცარი ემოციური დღე გვქონდა მე და ჩემს მოსწავლეებს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს მივუძღვენით ექსკურსია ,,ტოლერანტული თბილისი" ტურისტული კომპანიის ,,კულტურის პოპულარიზაციის ცენტრის" ტურის ფარგლებში, გიდი დავით ხანთაძე, შეუდარებელი პროფესიონალი უცებ რომ მოინადირა ბავშვების გული. ვნახეთ ზემო ბეთლემის მართლმადიდებლური
ტაძარი, მეჩეთი და სინაგოგა, სომხური და კათოლიკური ტაძრები, ათეშქა–მაზდიანობის ტაძრის ნაშთები, აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი დღით! ამ პატარა სივრცეში მშვიდობიანად თანაარსებობდა ამდენი განსხვავებული კონფესია, ღვარძლის და სიძულვილის გარეშე, ვამაყობ ჩემი თბილისით და ჩემი სამშობლოთი!
ტაძარი, მეჩეთი და სინაგოგა, სომხური და კათოლიკური ტაძრები, ათეშქა–მაზდიანობის ტაძრის ნაშთები, აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი დღით! ამ პატარა სივრცეში მშვიდობიანად თანაარსებობდა ამდენი განსხვავებული კონფესია, ღვარძლის და სიძულვილის გარეშე, ვამაყობ ჩემი თბილისით და ჩემი სამშობლოთი!
Friday, November 16, 2018
16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა!
ჩემს მოსწავლეებთან საუბრისას ავღნიშნე, რომ ეროვნული და რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი სამშობლოს სიმდიდრეა, რომ მხოლოდ მშვიდობიანი თანაცხოვრება, ურთიერთგაგება, ერთმანეთის კულტურის, ადათ–წესების, ტრადიციებისა და ღირებულებების ცოდნა, ურთიერთპატივისცემა ქვეყნის წარმატებული განვითარების საწინდარია. გამოიკვეთა აზრი ისტორიის მოყვარულთა კლუბის შექმნისა, რომლის ერთ–ერთი მიზანიც ამ საკითხებით დაინტერესება და ამ კუთხით შესწავლა იქნება. გადაწყდა რომ დაგვეწყო ჩვენი დედაქალაქის, ტოლერანტული ქალაქ– თ ბ ი ლ ი ს ი ს შესწავლით....
სსიპ ქალაქ თბილისის N 32 საჯარო სკოლის ისტორიის მოყვარულთა კლუბი ,,ტოლერანტული საქართველო“
16 ნოემბერი 2018 კლუბის წესდება
https://1drv.ms/w/s!AlgoGMAB9_N2gQ08JjMz-RfhzNph
16 ნოემბერი 2018 კლუბის წესდება
https://1drv.ms/w/s!AlgoGMAB9_N2gQ08JjMz-RfhzNph
Subscribe to:
Posts (Atom)
2019 წლის 6 თებერვალი. არდადაგების შემდეგ განახლდა კლუბის მუშაობა, შევიკრიბეთ, განვიხილეთ საკონფერენციო თემების საკითხები, წევრებმა წარმო...
-
16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა! ჩემს მოსწავლეებთან საუბრისას ავღნიშნე, რომ ეროვნული და რელიგიური მრავა...
-
საოცარი ემოციური დღე გვქონდა მე და ჩემს მოსწავლეებს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს მივუძღვენით ექსკურსია ,,ტოლერანტული თბილისი" ტურისტ...
-
სსიპ ქალაქ თბილისის N 32 საჯარო სკოლის ისტორიის მოყვარულთა კლუბი ,,ტოლერანტული საქართველო“ 16 ნოემბერი 2018 ...